იცით, როგორ იქცევა მამაკაცი, როცა კონკრეტულ ქალს ცოლად განიხილავს?

  • თბილისელები
  • 12 დეკემბერი 18:05, 2019 წელი

იცით, როგორ იქცევა მამაკაცი, როცა კონკრეტულ ქალს ცოლად განიხილავს, ის აუცილებლად შეეცდება მის შემოწმებას. იმის მიხვედრა, რომ თქვენ შემოწმების ობიექტი გახდით, არც ისე რთულია.

გაამახვილეთ ყურადღება და აუცილებლად შეამჩნევთ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს თქვენი რჩეულის ქმედებებიდან, რომლებიც ამას ფარდას ახდის.


* თუ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ მამაკაცი გამოწმებთ, ნუ იჩქარებთ გაბრაზებას და გაბუტვას. შესაძლოა, თქვენი რჩეული იმიტომ კი არ აკეთებს, რომ არ გენდობათ, არამედ უნდა, დარწმუნდეს, ნამდვილად სურს თქვენთან ოჯახის შექმნა თუ არა. მოცემულ სიტუაციაში თქვენი ამოცანაა, იყოთ გულახდილი და მისი ყოყმანის "მაჩვენებელი" ნულამდე დაიყვანოთ. აჩვენეთ მას თქვენი საუკეთესო მხარეები.


* შეხვედრაზე წასვლისას, თუნდაც ეს პირველად ხდებოდეს, მზად იყავით სპეციფიკური ტიპის გამოცდისათვის. თუ თქვენთან საუბრისას მამაკაცი ისეთ თემებს ეხება, როგორიცაა ცხოვრების აზრი, გეგმები, მომავალი, ეს ნიშნავს, რომ არკვევს ნიუანსებს და პერსპექტივებს, მაქსიმალურად შეეცადეთ, შეინარჩუნოთ მისთვის საინტერესო სალაპარაკო თემა და ამომწურავად გასცეთ პასუხი დასმულ შეკითხვებს. მამაკაცებს კონკრეტიკა უყვართ. თუ დაკვირვებული იქნებით, საუბრიდან გამომდინარე, თქვენც ბევრი საინტერესო რამის გაგებას და აღმოჩენას შეძლებთ.


* არასოდეს ელაპარაკოთ და გაუმახვილოთ ყურადღება თქვენს რჩეულს, როგორი პოპულარული და მოთხოვნადი ხართ საპირისპირო სქესის ადამიანებში. ასეთმა "თვითრეკლამამ" შეიძლება, თქვენზე წარმოდგენა შეუცვალოს. ნორმალური მამაკაცისათვის ყველაზე დასაფასებელ თვისებად ქალში ერთგულება მიიჩნევა. თქვენი მონაყოლი იმაზე, რას აკეთებენ მამაკაცები თქვენთვის, ნამდვილად არ აღაფრთოვანებს მას. შეეცადეთ, თქვენს პირად ცხოვრებაზე მინიმალური ინფორმაცია მიაწოდოთ.


* უწყინარი თამაშების დროს კი ის დაგაკვირდებათ, რამდენად რეაგირებთ წაგებაზე, რამდენად დამთმობი და შემგუებელი ხართ. თუ ძალიან აზარტული იქნებით და არაფერს დათმობთ, გააკეთებს დასკვნას, რომ არაფერზე დაიხევთ უკან და თქვენი დათანხმება ყოველთვის რთული იქნება. იყავით თავდაჭერილი, მშვიდი, თავდაჯერებული, ანახვეთ. რომ გაწონასწორებული და პრინციპული ხართ.


* მამაკაცებისათვის ქალების შემოწმების ყველაზე პოპულარული "ტესტი" არის გამოცდა სიხარბეზე და მერკანტილიზმზე. ეს ყველაფერი საკმაოდ ბანალური საშუალებებით მოწმდება. თუ ტკბილეულს გაჩუქებთ, ნუ იჩქარებთ მის შენახვას, გაუმასპინძლდით თქვენს კავალერს. მართალია, ეს ძალიან მცირე დეტალია, მაგრამ გახსოვდეთ, ასეთ მცირე დეტალებზე სამომავლოდ ბევრი რამ არის დამოკიდებული. შესაძლოა, მისი ნაჩუქარი ნივთი არ მოგეწონოთ (არ გაამართლოს თქვენი იმედები), არავითარ შემთხვევაში არ აგრძნობინოთ ეს. არ შეაფასოთ საჩუქარი ღირებულების მიხედვით.


P.S. აუცილებელი რამ, რაც დაგეხმარებათ ყველა "ტესტის" ჩაბარებაში – ეს არის თქვენი გულახდილობა. ნებისმიერ ტყუილს ბოლოს მაინც აეხდება ფარდა. ნუ გარისკავთ ძვირფასი ადამიანით.

წყარო: თბილისელები