შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეა

  • 12 დეკემბერი 17:15, 2019 წელი

89 მომხრე, 1 წინააღმდეგი - პარლამენტმა გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 20 კაციანი სია გადაუგზავნა, თუმცა ერთ-ერთმა კანდიდატმა ზაზა თავაძემ უზენაესის მოსამართლეობაზე უარი თავად თქვა. მისი კენჭისყრის საკითხი პლენარულ სხდომაზე აღარ დადგა.