დღის რჩევა მიხეილ ცაგარელისაგან - მოერიდეთ ავანტურისტულ მოქმედებებს

  • 12 დეკემბერი 10:42, 2019 წელი

ასტროლოგ იხეილ ცაგარელის 12 დეკემბრის დღის დეტალურ ასტროლოგიურ პროგოზს პორტალი "ფორტუნა" ავრცელებს.

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 09:00-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.


სავსემთვარეობის საკმაოდ დაძაბული დღეა. ამჯერად მზისა და მთვარის ენერგიები ერთმანეთს მშვილდოსნისა და ტყუპების ზოდიაქალურ ღერძზე დაუპირისპირდებიან, რაც საგრძნობლად  გაზრდის ტრავმებისა და ავარიების, ცდუნებებისა და შეცდომების დაშვების ალბათობას, აგრესიისა და დეპრესიისკენ მიდრეკილების, დაამძიმებს ჯანმრთელობას.


ნუ ენდობით რომანტიკულ და ფინანსურ დაპირებებს, აკონტროლეთ ემოციები და მოერიდეთ ავანტურისტულ მოქმედებებს.


პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და აუქციონების მოსაწყობად, ნაკლებად გაამართლებს ქორწინება და სასიყვარულო თავგადასავლები, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.


ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს, ბრონქებს, ხელებს და მხრებს.


წაიკითხეთ სრულად.