მეგან მარკლის პერსონალური მესიჯი, რომელმაც ქეით მიდლტონზე შთამაგონებლად იმოქმედა

  • 11 დეკემბერი 18:51, 2019 წელი

მიუხედავად მეგან მარკლსა და ქეით მიდლტონს შორის არსებულ დაპირისპირებაზე დაუსრულებელი საუბრისა, სამეფო ოჯახის რძლების ინტერესები არცთუ ისე მცირე დეტალში იკვეთება და როგორც აღმოჩნდა, ისინი ერთმანეთისგანაც ბევრ რამეს სწავლობენ.

ამჯერად უცხოური მედია არხები ქეით მიდლტონის მიერ გადადგმულმა ერთ-ერთმა ნაბიჯმა აალაპარაკა, რომელიც მეგან მარკლის იდეის გამოძახილად შეაფასეს. საქმე ქეით მიდლტონის ბოლოდროინდელ გამოჩენას ეხება, როცა მან The Mini Duvett II-ის ქურთუკი მოირგო.


სამოსი ბიოდეგრადირებადი მატერიისგან შეიქმნა და რომლის შეძენაც 342 ფუნტ სტერლინგადაა შესაძლებელი.


გლობალურ პრობლემებზე აქცენტი მეგან მარკლისთვის არ არის უცხო, რომელმაც მსგავსი კონცეფციით შექმნილი სამოსით თავი განსაკუთრებით აფრიკის ტურნეს დროს დაგავამახსოვრა.