“ბიძინა ივანიშვილმა ამ ფოტოს კარგად შეხედოს“

  • 11 დეკემბერი 18:28, 2019 წელი

"შენების მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი ანი მიროტაძე 2008 წლის ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილების ფოტოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა "კარგად უნდა შეხედოს ამ ფოტოს", რათა მიხვდეს, რომ ის სხვაგანაა და ჩვენ სხვაგან.

გთავაზობთ სტატუს:

"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს ბავშვები, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილები არიან. ამ ბავშვებმაც და კიდევ, საქართველოს უამრავი გმირის შვილებმა და ოჯახის წევრებმა, კარგად იციან, რომ საქართველოსთვის იბრძოდნენ და იღუპებოდნენ ჩვენი ქვეყნის გმირები - სამშობლოს ჯარისკაცები, რომელთა რიცხვი, ძალიან დიდია. სამშობლოს ჯარისკაცობა კი არის აღმატებული პატივი და ამაზე მაღალი პატივი, ბუნებაში არ არსებობს!
სალომე ზურაბიშვილს - ქვეყნის მთავარსარდალს გადაეცით, მას წილად ხვდა პატივი, სამშობლოს ჯარისკაცების მთავარსარდალი ყოფილიყო და მათგან ფიცი მიეღო! დიდი ალბათობით, ვერ გაიგებს ეს რას ნიშნავს, მაგრამ მაინც გადაეცით!
აი, ბიძინა ივანიშვილმა კი კარგად შეხედოს ამ ფოტოს, კარგად დააკვირდეს ამ ბავშვებს (და ამ ბავშვების თვალებიდან ჩვენი გმირების შვილები იმზირებიან) და იქნებ მიხვდეს, რომ
ჩვენ აქ ვართ და ისინი სადღაც სხვაგან არიან, სადაც ალბათ ეროვნული ღირებულებებიდან აღარაფერი დარჩა.
ჩვენს საქართველოში კი, სამშობლოს და მომავალს ერთად დარაჯობენ, მთავარსარდლებიც და ჯარისკაცებიც!"- წერს ანი მიროტაძე.