ზაზა ურუშაძე: არანაირი სურვილი აღარ მაქვს, მონაწილეობა მივიღო იმ არაჯანსაღ პროცესებში

  • 11 დეკემბერი 17:49, 2019 წელი

კინორეჟისორ ზაზა ურუშაძეზე და მისი ცხოვრების ბოლო ეტაპზე სიმართლეს მსახიობი ზურა პირველი ამჟღავნებს.

"იმდენი "გავლენიანი"-ა ჩარეული ამ საქმეში, არაა გამორიცხული, რომ ეს სტატიაც წაიშალოს. ამიტომ ტექტს ვაკოპირებ მთლიანად:

"კოლეგებო, ბოლო დროს განვითარებული თქვენთვის კარგად ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე, რამაც ჩემთვის მიუღებელი ფორმა მიიღო, გადავწყვიტე, რომ გადავდგე და დღეიდან ვტოვებ თანამდებობას.

არანაირი სურვილი აღარ მაქვს, მონაწილეობა მივიღო იმ არაჯანსაღ პროცესებში, რომლებიც ბოლო დროს განვითარდა კინოაკადემიაში და პრინციპულად მიუღებელია ჩემთვის.

ნათლად გავაცნობიერე, რომ ურთიერთდაპირისპირებისა და ინტრიგების ფონზე მოგებას ფასი აღარ აქვს“, – წერია ზაზა ურუშაძის განცხადებაში.

კინოაკადემიის პრეზიდენტი აღარ დაელოდა გადადებულ ყრილობას, რომელიც სექტემბერში უნდა გამართულიყო და თანამდებობა დატოვა. პირველი ყრილობა კი აგვისტოში ჩატარდა ხმაურის ფონზე, თუმცა კვორუმი არ შედგა და ჩაიშალა.

აგვისტოში გამართულ ყრილობაზე ზაზა ურუშაძის გადადგომას რამდენიმე მხარე ითხოვდა:

ერთ მხარეს იყო სოსო ჯაჭვლიანი, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, მსახიობი, რეჟისორი, მკლავჭიდელი, კაი პურის მჭამელი და ხელის დამრტყმელი კაცი. განაგრძეთ კითხვა