"ჩვენ არ გვყავს ჯარიო... და პრეზიდენტი რო ამას იტყვის აღარ აქვს მნიშვნელობა ზურაბიშვილის გაპრავებას"

  • 11 დეკემბერი 17:31, 2019 წელი

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

"ჩვენ არ გვყავს ჯარი!.. და იმას, რაც არ უნდა ეთქვა შემდგომ წინადადებებში სალომე ზურაბიშვილს, მნიშვნელობა ზუსტად ისე არ აქვს, როგორც "გაპრავება"-გამართლების მცდელობას, რომ მან, Видите ли, ქართული კარგად არ იცის ან სხვა რამ იგულისხმა.


ჩვენ არ გვყავს ჯარი - ავღანეთგამოვლილმა 17 ათასამდე ჯარისკაცმა მოისმინა ეს წინადადება.
30 ათასამდე მოქმედმა და ათასობით მომავალმა ჯარისკაცმა.
ეს მოისმინეს ოფიცრებმა...
ვეტერანებმა... მეომრებმა. 1990-იანი წლებისა და 2008 წლის გმირებმა; დაღუპულთა ოჯახის წევრებმა.
მათ შორის, შვილებმა.


ამ სიტყვების ავტორია უმაღლესი მთავარსარდალი! და თუ გაინტერესებთ რა არის პრორუსული პოლიტიკის დასტური, ამაზე უკეთეს თვალსაჩინოებას ვერ ნახავთ.


ღამე მშვიდობისა!"-წერს ირაკლი ტაბლიაშვილი