ბუტა რობაქიძის მამას თუ ჩემთან კომუნიკაცია უნდა, არ ვარ წინააღმდეგი

  • 11 დეკემბერი 17:35, 2019 წელი

მოძრაობის "სირცხვილია“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა მაქარაშვილი “2020NEWS“-თან აცხადებს, რომ 12 დეკემბერს, პარლამენტთან მმართველი გუნდისა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს სირცხვილის დერეფნებს მოუწყობენ

საკანონმდებლო ორგანოსთან.  ხვალ საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება კი იმიტომ  მოხდება, რომ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სკანდალურ სიას კენჭი უნდა უყაროს


როგორც მაქარაშვილმა სააგენტოსთან საუბარში აღნიშნა,  არ გამორიცხავს, რომ  ხელისუფლებამ აქცია დაშალოს.


გიგა მაქარაშვილი: სირცხვილის დერეფნებს გავაკეთებთ. რაც შეიძლება მაქსიმალურად ვიხმაურებთ, რათა ჩვენი ხმა გავაგონოთ დეპუტატებს, რომლებმაც უნდა მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და უვადოდ არ უნდა დანიშნონ ის მოსამართლეები, რომლებსაც არც კომპეტენცია აქვთ, არც შესაბამისი განათლება აქვთ. რაც მთავარია, მათ  ძალიან ბევრი კითხვის ნიშნის გამჩენი გადაწყვეტილება აქვთ მიღებული. ჩვენ გვინდა, როგორც უმრავლესობას, ასევე საპარლამენტო ოპოზიციას კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენი ხმა, რომ ასეთი დაბალი დონის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა არ უნდა მოხდეს.


- თქვენი ხმაურით  მიაღწევთ შედეგს? რა მოლოდინი გაქვთ?


-რომ გითხრათ, "ქართული ოცნებისგან" რაიმე კარგს ველოდებით, მოგატყუებთ.  ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანა არ განვითარდეს. პროპორციული არჩევნების ჩაგდების შემდეგ, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ყველა ამაში. პროპორციული არჩევნების შემოღება ერთადერთი ამბავი იყო, რის გამოც შეიძლებოდა, "ქართული ოცნების" 8 წლიანი მთავრობაში ყოფნა პოზიტიურად განგვეხილა. როგორც ჩანს "ოცნება" ამაზე არ მუშაობს. შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ  ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს, თავისი მონა-მოსამართლეები არ გაიყვანოს უვადოდ.


 


- თქვენი აქციის პარალელულად, აქციას მართავს ახალი მოძრაომა "შევინარჩუნოთ სიცოცხლის" წევრები მართავენ. ხომ არ  მოხდება რაიმე დაპირისპირება თქვენს შორის?


-არავითარი დაპირისპირება არ იქნება. ჩვენ არ ვართ მარგინალური ძალა. 6 თვის განმავლობაში კანონი არ დაგვირღვევია. ქუჩაში დგომის გამო დაგვიჭირეს. სოსო რობაქიძემ და მისმა მომხრეებმა კარვები ჩადგეს. რაც მეტი კარავი იქნება ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში, მით უკეთესი. არ მგონია ბუტა რობაქიძის მამას, "ქართული ოცნება" მოსწონდეს და არ უნდოდეს პროპორციული არჩევნები. რუსთაველის გამზირი ყველასია და ამ ადგილას ყველას კარავი გაიშლება. არავის აქვს უფლება, ვინმეს აქ დგომა დაუშალოს.


- თავად სოსო რობაქიძესთან კომუნიკაცია თუ გქონდათ?


- არ შევხვედრივარ.


- აპირებთ შეხვედრას და კომუნიკაციას?


- რუსთაველზე ხშირად მიწევს დგომა და თუ ექნება სურვილი, რომ კომუნიკაცია გვქონდეს,  დიდი სიამოვნებით. პრობლემა არ მაქვს. მათი მოძრაობის წევრს, შაკოსაც ვიცნობ. არ მგონია,  რუსთაველზე მათმა ყოფნამ, დაძაბულობა შემოიტანოს. მივესალმებით, “ქართული ოცნების“ წინააღმდეგ რომ ვდგავართ, ყველა ერთად.


 


წაიკითხეთ სრულად.