2020 წელს iPhone-ს შესაძლოა უფრო გამძლე ბატარეა ჰქონდეს

  • 11 დეკემბერი 15:12, 2019 წელი

Macrumors-ის ინფორმაციით, Apple-ის ახალ სმარტფონებს უფრო მძლავრი ბატარეა ექნებათ, რის შედეგადაც უფრო დიდხანს გაძლებენ დამუხტვის გარეშე. 

ინსაიდერების თქმით, უკვე 2020 წელს iPhone-ებში Apple-ი მცირე ზომის ბატარეის კონტროლერებს გამოიყენებს. მათი მიმწოდებელი კი კორეული კომპანია ITM Semiconductor-ია, რომელმაც შეძლო ელემენტის დამცავი კომპონენტის ზომის შემცირება. ახალი დედაპლატა თითქმის 50%-ით პატარაა ახლანდელ iPhone-ში გამოყენებულ კონტროლერებთან შედარებით. ამის ხარჯზე, კი სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ბატარეის მოცულობა გაიზრდება.


წაიკითხეთ სრულად.