დღის რჩევა - მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და ფულის უაზროდ ხარჯვას

  • 11 დეკემბერი 09:57, 2019 წელი

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის 11 დეკემბრის დეტალურ ასტროლოგიურ პროგნოზს პორტალი "ფორტუნა" ავრცელებს.

მოერიდეთ კონფლიქტურ ადამიანებთან ურთიერთობას, ავანტურისტულ, სარისკო მოქმედებებს და ფულის უაზროდ ხარჯვას.


არაა გამორიცხული დღევანდელი წვრილმანი ტექნიკური პრობლემები მომავალში სერიოზული ავარიის მიზეზი გახდეს.


პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის შესაგროვებლად და ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი კონტაქტების დასამყარებლად და ნაცნობთა წრის გასაფართოვებლად, აუქციონებისა და კონფერენციების მოსაწყობად, საბანკო ოპერაციების ჩასატარებლად და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.


ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. დროებით უარი თქვით შაქრის, მარილის და კაკაოს, ხორცის და წვნიანის მირთმევაზე. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტბვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს. თავი შეიკავეთ სიმძიმის აწევისგან, ეცადეთ დიდხანს არ გაჩერდეთ უჰაერო, ჩაკეტილ სივრცეში.


წაიკითხეთ სრულად.