ვაჟა გაფრინდაშვილი ადამიანის უფლებების დაცვაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის დააჯილდოვეს

  • 11 დეკემბერი 00:48, 2019 წელი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონო ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ადამიანის უფლებების დაცვაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის დააჯილდოვეს.

ადამიანის უფლებათა დამცველის დაჯილდოება დღეს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის დახურვის ღონისძიებაზე გაიმართა.


ადამიანის უფლებების დაცვაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის ჯილდო ასევე მიიღო მოძრაობამ "სირცხვილია".


წაიკითხეთ სრულად