უნდა დაესწროს თუ არა შვილი დედის მშობიარობას

  • 11 დეკემბერი 00:42, 2019 წელი

შვილის გაჩენა ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა , თუმცა უნდა დაესწროს თუ არა ამ ფაქტს მამა, ან სხვა ადამიანი დედის გარდა, ჯერ კიდევ სადავო საკითხია.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ამერიკელი ფოტოგრაფის მარაიკა თოენის მიერ გადაღებული ფოტო, სადაც პატარა დაიკო ელოდება, როდის ამოიყვანს ექიმი წყლიდან მის დას ან ძმას.


ამ ამაღელვებელი მომენტის დაფიქსირებისთვის ფოტოგრაფმა გლობალური პრიზი მოიპოვა და არაერთგვაროვანი შეფასებებიც დაიმსახურა.


"ვიღაცისთვის ნორმალურია და ჩემთვის მძიმე, არ მომინდებოდა ჩემიანს ეყურებინა ამ პროცესისთვის და მითუმეტეს, რა იციან წინასწარ ბავშვის ფსიქიკა როგორ გადაიტანს და რა კვალს დატოვებს ეს სანახაობა მასზე"


"საოცარი შეგრძნებაა ,მაგრამ დედმამიშვილის დასწრების აუცილებლობას, ვერანაირი თანამედროვე აზროვნებით ვერ "ვაპრავებ" მე ბოდიში რაც შეეხება მამას ,ნებაყოფლობითია ,ჩემი ქმარი იქეთ გამიხდა დასაწყნარებელი და ბოლო წამს მე თვითონ ვთქვი უარი ,დასწრებოდა ბავშვის დაბადების პროცესს. ამაზე დავა არაა სწორი ,ვისაც როგორც მიაჩნია ურთიერთობაში, ისე უნდა გადაწყვიტონ"


"ბავშვმა არ უნდა უყუროს, ნამდვილად მძიმე გადასახარში იქნება რადგან ამ დროს ასოციაციურად ყველაზე რთული "სიუჟეტი" ყალიბდება ბავშვის ქვეცნობიერში.. ინდივიდუალურია მაინც.. მაგრამ ბავშვის გაჩენის პროცესს, როგორც "საშინელებას" ან რაღაც "საზიზღრობას" რომ შევადაროთ.. აქაც პრობლემაა.. ნუ სადილის დროს რომ მაყურებინოს ვინმემ ბუნებრივია რომ მადას დავკარგავ მაგრამ იმ მომენტში როცა ჩემი მომავალი სიცოცხლის ხმის გაგება მინდა მანდ უკვე მთავრდება ესთეტიური მიდგომები და უბრალოდ ძალიან დიდ გრძნობაზე დამყარებული მოლოდინია.. "


"ზოგადად ბავშვები გაცილებით მარტივად იღებენ ბევრ რამეს, ჯერ უნდა აუხსნა და შეამზადო უბრალოდ. იგივე დაბადების, სიკვდილის თემა არ უნდა მოარიდო, უნდა ელაპარაკო, მერე უფრო დიდი სტრესია"


"რა საზიზღრობაა ეს , ამ დროს დამსწრეები თან ბავშვი" – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.



წყარო