ნინო ბურჯანაძე: დასავლეთში არ დევს ის გასაღები, რომელიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებს მოაგვარებს

  • 11 დეკემბერი 00:40, 2019 წელი

"დასავლეთში არ და ვერ დევს ის გასაღები, რომელიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებს მოაგვარებს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთს არ სცალია იმისთვის, რომ ყველა საქმე გადადოს და რუსეთთან საქართველოს პრობლემები მოაგვაროს. 


"ამიტომ, რა თქმა უნდა, უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მეგობრების მხარდაჭერაც, მაგრამ ჩვენ, როგორც გონიერმა და დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, პირდაპირი დიალოგით უნდა ვეცადოთ, როგორც მინიმუმ, წითელი ხაზები გავარკვიოთ. ანუ, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, სად გადის ჩვენი წითელი ხაზი. მე ამას ყოველთვის ვაფიქსირებ, რომ ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა და დემოკრატიულობა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.


მისი თქმით, მეორე მხრივ, რუსეთის ხელისუფლების ინტერესია, თუნდაც, ოპოზიციაში მყოფ მოქმედ პოლიტიკოსთან დააფიქსიროს, რომ მას საქართველოსთან ურთიერთობის მზაობა აქვს და აქვს კონკრეტული გზავნილები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიგონოს.


წყარო