მოძრაობა "სირცხვილიას" წლის უფლებადამცველის წოდება მიანიჭეს

  • 10 დეკემბერი 21:32, 2019 წელი

სამოქალაქო მოძრაობის "სირცხვილია" facebook ოფიციალურ გვერდზე პოსტი ვრცელდება, სადაც წერენ, რომ  მოძრაობა "სირცხვილიას” წლის უფლებადამცველის წოდება მიანიჭეს.

"დაიჯესტი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


"მოძრაობა "სირცხვილიას" წლის უფლებადამცველის წოდება მიანიჭეს.


ადამიანის უფლებათა დღეს, თავისუფალმა უნივერსიტეტმა და საქართველოში აკრედიტებულმა 15 უმაღლესმა სასწავლებელმა წლის უფლებადამცველები დაასახელეს.


ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცათ მოძრაობა "სირცხვილიას" და ასევე, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს."- წერენ ოფიციალურ გვერდზე.