რა დაარქვეს ტყუპ პანდებს ბერლინის ზოოპარკში?

  • 10 დეკემბერი 17:17, 2019 წელი

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ბერლინის ზოოპარკმა 100 დღის წინ დაბადებული პანდების სქესი და სახელები გაასაჯაროვა. 

 

 


გამოცემის ინფორმაციით, პანდამ მენგ მენგ პატარები 31 აგვისტოს გააჩინა. ორივე მამრია. ერთ-ერთს მენგ ქსიანგი დაარქვეს, მეორეს კი მენგ იუანი, რაც "ნანატრ ოცნებას" და "ახდენილ ოცნებას" ნიშნავს.


ძმები დაახლოებით 6 კილოგრამს იწონიან და სიარულს სწავლობენ.


წაიკითხეთ სრულად.