"ასეთი ამბებია წილხვედრის სპორტულ ოჯახში - 19 წლის ბიჭს სავარაუდოდ "სპორტული ოჯახის" დიდი ბიძიები მიუგზავნეს..."

  • 8 დეკემბერი 21:50, 2019 წელი

ნენე დალაქიშვილი ქართველი სპორტსმენის ლაშა ბექურის მიერ, სამართალდამცველების მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშრებით, საკთარ აზრას სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოთქვამს.

"გურამ კაშიას ამბავი რომ მოხდა, სულ თითზე ჩამოსათვლელმა სპორტსმენმა გამოუცხადა თანადგომა, სხვები დუმდნენ.


როცა მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ფედერაციის პრეზიდენტმა სცემა, არც მაშინ დაუდგნენ გვერდით. მეტიც, იქით ამუნათებდნენ და კარიერაც გაუფუჭეს. ბოლო მონაცემებით, სხვა ქვეყნის სახელით აპირებდა ასპარეზობას და აქაურმა ფედერაციამ არ მისცა თანხმობა.


გუშინ, პოლიციამ, 19 წლის ძიუდოისტს, მსოფლიო ჩემპიონ ლაშა ბექაურს სცემა. მან ამის შესახებ ფეისბუქზე დაწერა და იცით, რა მოხდა ? სტატუსი წააშლევინეს. 19 წლის ბიჭს სცემეს, მერე სავარაუდოდ "სპორტული ოჯახის" დიდი ბიძიები მიუგზავნეს, "მოუგვარეს" და დღეს ათქმევინეს, რომ უბრალო გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.


ასეთი ამბებია წილხვედრის სპორტულ ოჯახში და ქვეყანაში.


ასე იმართება სახელმწიფო დღეს - მოგვარებებით, დაშინებით, კარიერის გაფუჭებით, საჯარო სამსახურების თანამშრომლების აქციებზე გარეკვით, ცემით, ძალადობით, პოლიციელის მხრიდან ახალგაზრდა კაცის გაუპატიურებით, ამ პოლიციელის მფარველობით.


პოლიციელების მიერ გატაცებული ოქროს მოწმეც არ დაგვავიწყდეს, ქურდებს რომ მიუყვანეს და მოაკვლევინეს.


აფდეითი : ლაშა ბექაურს საქმე აღუძრეს, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით." - წერს ნენე დალაქიშვილი."