"ეს ხატიაა ჩემი და - სულ ვამბობ, ნეტავ მე მიჭირდეს რამე ოღონდ ის კარგად იყოს-თქო"

  • 8 დეკემბერი 21:13, 2019 წელი

მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიით დაავადებული 21 წლის ხატია პარუნაშვილის და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს, საზოგადოებას დახმარებას სთხოვს და თანადგომისთვის მადლობას უხდის.

"ეს ხატიააა ჩემი და, და კიარაა არ ვიცი რა ვუწოდო ამ კავშირს, მგონია რომ ძალინ განსხვავებულები ვართ იმიტომ რომ ის ჩემთვის დაზე მეტია, სიტყვას ვერ ვძებნი რომ ვთქვა ჩემთვის ვინ არის, ვერ ვიტან როცა მას უჭირს რამე და სულ იმას ვამბობ, ნეტავ მე მიჭირდეს ოღონდ ის კარგად იყოს-თქო და ანალოგიურად ისიც, ის ჩემთვის √1 ადამიანია. ყველაზე ძვირფასია. ყველაზე თბილია, ყველაზე მზრუნველია, ყველაზე კეთილია ნუ მოკლედ ყველაზე კარგია დედამიწაზე... ხოდა გთხოვთ დამეხმაროთ, რომ ის კარგად მყავდეს და მალე იყოს ჩემთან ... ვერცკი წარმოგიდგენიათ როგორი მადლობელი ვართ თითოეული თქვენთაგანის გვერდში დგომით , ჩვენ ორივეს, მეც და ხატისაც გვაქვს თქვენი იმედი. ამიტომ აღარაფრის გვეშინია, რადგან თქვენ გვყავხართ, ამდენი კეთილი აადამიანი გვყაავს ირგვლივ... მალე ერთად დავბრუნდებით, ყველა გაიცნობთ ხატიას და დმიჯერეთ არ ინანებთ, რომ მისთვის ასე იბრძვით... ყველანი გვიყვარხაართ და გვეიმედებით... მდლობა ამდენი კარგი და თბილი სიტყვებისთვის ეს ძალიან ბევრიაა ჩვენთვის, ყველა სიკეთეზე, სითბოზე ჩვენ ძალით ვივსებით, უფალმა ყველაას, ყველას სულ სიკეთე მოგცეეთ", - წერს ხატია პარუნაშვილის და.


ვისაც ხატია პარუნაშვილის დახმარების სურვილი აქვს, გახსნილია ანგარიში. 


თიბისი ბანკი - GE31TB7146945061100061
საქართველოს ბანკი - GE34BG0000000161580664GEL
მიმღები მარიამ პარუნაშვილი. 


ხატიას მკურნალობაში წვლილის შეტანა შეგიძლიათ სატელეფონო ზარითაც, რომლის ღირებულებაც ერთი ლარია. 0 901 700 177.