რატომ დაფარეს წებოვანი ლენტით ნახატებზე გამოსახული შიშველი ქალები? - ვიდეო

  • imedinews.ge
  • 8 დეკემბერი 16:41, 2019 წელი

რუსული მედიიის ინფორმაციით, რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში, ხელოვნების გალერეაში გამოფენის დროს მხატვრებს აიძულეს, წებოვანი ლენტით დაეფარათ ნახატები, რომლებზეც შიშველი ქალები არიან გამოსახული. 

როგორც ადგილობრივ ტელეარხთან საუბარში ერთ-ერთმა მხატვარმა ვადიმ ტულუზუკოვმა განაცხადა, ასეთი მოთხოვნა მისთვის აქამდე არავის დაუყენებია.


 


"შოკირებული ვარ. სასაცილოა, როდესაც ვიღაც 21-ე საუკუნეში რაღაცის დაფარვას ცდილობს. სიშიშვლე ყველგანაა - მუზეუმში, ტელეეკრანზე, ინტერნეტში. მითუმეტეს რომ ზღვარგადასული სიშიშვლეს მე აქ ვერ ვხედავ. ეს სისულელეა", - განაცხადა მხატვარმა.


თავის მხრივ, გამოფენის ორგანიზატორ​ებმა განმარტეს, რომ ცენზურის დაწესების მიზეზი მშობლების მოთხოვნა გახდა, რომლებსაც გამოფენაზე ბავშვებთან ერთად მისვლა სურთ და მათ ფსიქიკას უფრთხილდებიან.



წყარო.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge