წმინდანებად ვსახავთ დაღუპულ, სინამდვილეში გაუბედურებულ ახალგაზრდებს - ვახტანგ ბოჭორიშვილის ემოციური სტატუსი

  • 25 აგვისტო 23:43

თერჯოლის სოფელ ძევრში 11 წლის ბიჭი მამამ სიკდვილამდე მიიყვანა, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზარელ ტრაგედიას ეხმაურება.
 

ექიმი მაქსიმალურად მოუწოდებს საზოგადოებას და მედიას, რომ მაქსიმალურად ეცადონ არ გააჟღერონ სუიციდის ფაქტები, ვინაიდან ამით ხდება წახალისება სხვა მოზარდების.


დაიჯესტი ვახტანგ ბოჭორიშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:


„თვითმკვლელობა


საკმაოდ რთული თემაა ფსიქიატრისთვის, მძიმეა პირადად ჩემთვის და მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.


რამდენიმე ასპექტი უნდა გამოვყოთ:


დეპრესიები. შეიძლება გამოწვეული იყოს სულით ავადმყოფობით, ნევროზებით, ე.წ. მანიაკალურ- დეპრესიული ფსიქოზით, რაიმე რეაქტიული მდგომარეობით.


ძალიან მოკლედ მინდა დავწერო და ავადმყოფობით გამოწვეულ დეპრესიებს არ შევეხები- ძალიან რთული სამართავია ექიმებისთვის, ხშირად ფატალური შედეგით.


მინდა ყურადღება გავამახვილო რეალური მიზეზით გამოწვეულ აფექტზე, რეაქტიულ დეპრესიაზე, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს: ხანგრძლივი ფიზიკური, გაუსაძლისი ტკივილი; ძლიერი იმედგაცრუება (უიმედობა); ღირსების შელახვა; რელიგიური მოტივები...


სხვადასხვა ქვეყნები, კულტურები - ან იგივე ქვეყნებში სხვადასხვა დროს, განსხვავებული იდეოლოგიის ბატონობისას განსხვავებულად უყურებენ თვითმკვლელობის საკითხს.


ზოგადად, ადამიანთა ქცევა, თუნდაც ასეთი-თვითგანადგურების აქტისას, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ამ ადამიანის გარემოზე, კულტურაზე, იდეოლოგიებზე. მოგეხსენებათ, რომ ზოგ ხალხში წახალისებულიც კი იყო ეს აქტი. იაპონიაში ლამის ღირსების პიკადაა მიჩნეული. ძველ რომში, ძველ საბერძნეთში ჩვეულებრივი ამბავი, თავისი რიტუალით (სხვათა შორის, რომში მიღებული იყო co-თი თავის გაგუდვა)- ქრისტიანობის მიღების შემდეგ, უდიდეს ცოდვად ითვლებოდა.


ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი ძალიან მგრძნობიარეა იმის მიმართ, თუ რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას თვითლიკვიდაციისადმი. განსაკუთრებით- მოზარდების ფსიქიკაა "დამჯერე", უაპელაციოდ მიმღები, გაბატონებული მოდის- ტანსაცმელი იქნება ის, პროფესიის არჩევა, თუ თვითმკვლელობა. ძალიან ბევრი მაგალითია იმისა, როგორ ხდებოდა თვითმკვლელობები სერიული, გადამდები, ევროპულ და აზიურ ქალაქებში (განსაკუთრებულად, პარიზში, ბერლინში..).


ამიტომ, თუ იმას ვერ ვაკეთებთ, რომ ახალგაზრდა რელიგიურად აღიზარდოს, თმენით, იმედით და რწმენით შეხვდეს გასაჭირს - ასეთი სიხშირით მაინც ნუ გამოვფენთ ყველა შემთხვევას, როცა ლამის გმირებად, წმინდანებად ვსახავთ დაღუპულ, სინამდვილეში - გაუბედურებულ ახალგაზრდებს. ამით ძალიან ცუდისკენ ვუბიძგებთ ლაბილური ფსიქიკის მქონე ადამიანებს!


რაც შემეძლო შევამოკლე დიდი სათქმელი, იმ იმედად, რომ ბევრმა წაიკითხოს“- წერს ვახტან ბოჭორიშვილი.


ინფორმაციისთვის, ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამა დააკავა. ცნობილი ხდება რომ მშობელი შვილზე სისტემეტიურად ძალადობდა.


მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115 მუხლის პირველი ნაწილი მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.