ლელა კაკულია: ვხედავ, ოლიგარქი ბრდღვინავს, მასთან მორიგება ძალიან სახიფათოა

  • 8 დეკემბერი 16:00, 2019 წელი

ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში უკვე ნანახ ქართულ რეალობაზე წერს.

"დაიჯესტი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


"ვხედავ, ოლიგარქი ბრდღვინავს, მასთან მორიგება ძალიან სახიფათოა.


ძალიან ბევრი რამ შეიცვლება ქართულ პოლიტიკაში. ჩნდება საზოგადოებისათვის ბევრი ახალი და უცნობი სახე. ესენი არიან მეცნიერები. რამდენიმე წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, რომ მოდიან პროფესიონალები, მეცნიერები. ვინც საზღვარგარეთაა, ისინიც ჩამოდიან. პოლიტიკაში ნამდვილი პოლიტიკოსები ჩაერთვებიან. დიდი ცვლილებები იწყება საქართველოში. ეს, ვხედავ, დიდი მოულოდნელობაა ჩემი ქვეყნისთვის. თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ 1997 წელს ვიწინასწარმეტყველე და დაიბეჭდა კიდეც."- წერს კაკულია.