საჩხერეში თოფით, პატრონის სახლის წინ უდანაშაულო ძაღლი მოკლეს

  • 8 დეკემბერი 15:43, 2019 წელი

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, საჩხერეში ძაღლი თოფით, პატრონის სახლის წინ მოკლეს.

"SOS !!!


საჩხერეში მკვლელი დადის, თოფით ხელში, დღისითაც კი არ ერიდება მოსახლეობას, კანონი და პოლიცია ფეხებზე მკიდიაო იძახის. მისი გვარია დავაძე, (სიბრაზისაგან თუ არ მეშლება) დღეს დილით მისი მსხვერპლი გახდა ეს უდანაშაულო ძაღლი, რომელიც პატრონის სახლის კარის წინ, ლესელიძის ქუჩა 1 ჩიხთან, მოკლა ტყვიით.


მივმართავ ადგილობრივ პოლიციას, ასევე შსს-ოს, დაიცავით პოლიციელის მუნდირის ღირსება, ვიღაცა საჩხერელმა კრიმინალმა ასე ვერ უნდა გაგაფარჩაკოთ, ხვალ ის თქვენ მოგაკითხავთ და ოჯახს აგიწიოკებს. რამ დაგაბეჩავათ, ასე შეგაშინათ თოფიანმა მკვლელმა ? სირცხვილი თქვენ !!!", – აღნიშნულია თავშესაფრის ოფიციალურ გვერდზე.