"ზაზა ურუშაძის "ცხელი ძაღლი" არა მხოლოდ მაგარი სერიალი, არამედ უახლესი ისტორიის უმაგრესი მხატვრული ქრონიკაცაა"

  • 8 დეკემბერი 15:18, 2019 წელი

ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე, ქვეყნისთვის რეალისტური შემოქმედების მნიშნელობაზე წერს და ამ მხრივ რეჟისორ ზაზა რუშაძის "ცხელი ძაღლს" გამოარჩევს.

მისი თქმით, ზაზა ურუშაძის "ცხელი ძაღლი" ყველაზე რეალისტური და დაუნდობელია, რომელშიც კარგადაა ნაჩვენები შევარდნაძის დროინდელი დაქცეული ქვეყანა და მიშას ეპოქის დასაწყისის სისულელეები.


"ზაზა ურუშაძის "ცხელი ძაღლი" არა მხოლოდ მაგარი სერიალი, არამედ უახლესი ისტორიის უმაგრესი მხატვრული ქრონიკაცაა.


დღევანდელი განათლების სისტემის პირობებში ახალმა თაობამ საკუთარი ქვეყნის უახლეს ისტორიაზე არაფერი რომ არ იცის ისევ ასეთი სერიალები თუ უშველის საქმეს.


მერე იყო სიტკომი "შუა ქალაქში", თითქმის ბოლომდე Friends"-დან გადმოღებული. იქ მიშას ეპოქა ჩანს, ოღონდ კომედიურად და რბილად. "ჩცდ"-ს, რომელიც ამ სამში ყველაზე გროტესკულია, უფრო ბიძინას ეპოქის აღწერა ერგო.


"ცხელი ძაღლი" ყველაზე რეალისტური და დაუნდობელია. კარგადაა ნაჩვენები შევარდნაძის დროინდელი დაქცეული ქვეყანა და მიშას ეპოქის დასაწყისის სისულელეები - მაგალითად, ქათამაძისნაირების დაწინაურება.


ერთი სეზონი საერთოდ აკრძალეს კიდეც რადგან პრემიერის მკვლელობას ეძღვნება - გაზით გაგუდვით და მსგავსი დეტალებით. მე პირადად კი დარწმუნებული ვარ რომ ჟვანია არ მოუკლავთ, მაგრამ ამ სეზონის აკრძალვა ჟვანიას საქმესთან არსებულ სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს."



რეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ზაზა ურუშაძის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული ფილმი "მანდარინები" 2013 წელს გამოვიდა. კინოსურათი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსსა და ოსკარზე, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში.


ზაზა ურუშაძის რეჟისორობით ასევე გადაღებულია ფილმები:


"მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989);


"აქ თენდება" (1998);


"ცხელი ძაღლი" (2003-2009);


"სამი სახლი" (2008);


"დარჩი ჩემთან" (2011);


"ბოლო გასეირნება" (2012) ...