გზავნილი გლდანის ციხიდან შაქარაშვილის საქმეზე

  • rustavi2.ge
  • 25 აგვისტო 21:52

ტელეკომპანია „რუსთავი2“ ასაჯაროებს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის, რევაზიშვილის წერილს, რომელიც მან ოჯახს მიწერა.

„ტოიტა ქამრის“ მგზავრი ნიკოლოზ რევაზიშვილი მშობლებს წერს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობაში უდანაშაულოა.


იხსენებს 18 ივნისის საბედისწერო ღამეს, თუმცა საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო დეტალებზე დუმილს ამჯობინებს.


„რომ გი­თხრათ კარ­გად ვარ­თქო, და­მი­ჯე­რებთ? მაგ­რამ მინ­და იცო­დეთ რომ კარ­გად ვარ. ჩემ­თვის მთა­ვა­რია იცო­დეთ, რომ მარ­თა­ლი ვარ. რა­საც ვი­ძა­ხი არა­ფერს ვი­ტყუ­ე­ბი და თუ ვინ­მე იტყუ­ე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ არ ვიცი, თო­რემ სხვა­ნა­ი­რად მო­ვიქ­ცე­ო­დი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.


„ქვე­ყა­ნას" შეგ­ნე­ბუ­ლად ვი­ძა­ხი, რად­გან ქვე-ყა­ნაა და არა სამ­შობ­ლო. შა­ქა­რაშ­ვი­ლე­ბის ად­გილ­ზე რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნო თავი, ექ­ვსი­ვეს დაწ­ვის კი არა მან­ქა­ნის დაწ­ვის სურ­ვი­ლი მექ­ნე­ბო­და.


უსა­მარ­თლო­ბის გრძნო­ბა ჩემს თავ­ზე ამ­ხე­ლა­ზე არ მიგ­ვრძნია არას­დროს. ერთხელ მე-5, მე-6 კლას­ში ვიგ­რძე­ნი, რა­ღაც ჩუ­ლა­ნის გა­ტეხ­ვას რომ მაბ­რა­ლებ­დნენ, დე­დი­კო რომ და­ი­ბა­რეს. მა­შინ მქონ­და რე­პე­ტი­ცია თურ­მე და ის ამ შეგ­რძნე­ბებ­თან ვერ მოვა" - ამ­ბობს რე­ვა­ზიშ­ვი­ლი.


 
უბ­რა­ლოდ სი­მარ­თლე მინ­და იცო­დეს ყვე­ლამ და ოჯახ­მაც მინ­და გა­ი­გოს. მინ­და გა­ი­აზ­როს, რისი გუ­ლის­თვის უნდა ვიჯ­დე 7, 10 ან თუნ­დაც 6 წელი. ეს ფიქ­რე­ბი მა­გი­ჟე­ბენ მეტი არა­ფე­რი.


19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა და მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული. მათგან  გამოძიება ხუთს დამამძიმებელგარემოებებში ფეხბურთელის განზრახ მკვლელობას ედავება.  


10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

სრული ვერსიის ნახვა rustavi2.ge