იაკობ ბრეგვაძე გოგოებს ელაპარეკობდა მაშინ, როდესაც ქვემოთ მის მეგობრებს სცემდნენ - საქმის ახალი დეტალები

  • 25 აგვისტო 21:13

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმის, ერთ-ერთი ფიგურანტი იაკობ ბრეგვაძე გადაცემა „რეაქციაში“ საუბრობს იმ ღამეზე, როდესაც შაქარაშვილი სასიკვდილოდ სცემეს.

როგორც ბრეგვაძე ჰყვება, ის „მესენჯერში“ ესაუბრა ანი გაბეჩავას და გოგოებს, რომლებიც დაბადების დღეზე იყვნენ, თუმცა მან არ უთხრა გოგოებს რა ხდებოდა ადგილზე, არც ის უთხოვია მათთვის, რომ პოლიციაში დაერეკათ.


„გოგოებმა მერე მითხრეს ვიცით რა ხდება, მანდ რომ იჩხუბეთო და ნაცემი არის ქათამაძეო“- ჰყვება იაკობ ბრეგვაძე.


შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა და მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.


ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული. მათგან  გამოძიება ხუთს დამამძიმებელგარემოებებში ფეხბურთელის განზრახ მკვლელობას ედავება.