"შურიანი და ბოღმა გულების ქვეყანაში სუფთა გულები სკდება"

  • 8 დეკემბერი 14:00, 2019 წელი

ოპოზიციური პარტიის "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი, რეჟისორ ზაზა ურუშაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"დასანანია, რომ ისეთი ნიჭიერი რეჟისორი და კეთილშობილი, გულისხმიერი, ღრმა ადამიანი დავკარგეთ, როგორიც იყო ჩვენი ზაზა ურუშაძე.


შურიანი და ბოღმა გულების ქვეყანაში სუფთა გულები სკდება.


სამწუხაროა, რომ ყველა თაობა ნაადრევად მხოლოდ საუკეთესოებს ჰკარგავს", - წერს ირმა ინაშვილი.


რეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ზაზა ურუშაძის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული ფილმი "მანდარინები" 2013 წელს გამოვიდა. კინოსურათი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსსა და ოსკარზე, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში.


ზაზა ურუშაძის რეჟისორობით ასევე გადაღებულია ფილმები:


"მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989);


"აქ თენდება" (1998);


"ცხელი ძაღლი" (2003-2009);


"სამი სახლი" (2008);


"დარჩი ჩემთან" (2011);


"ბოლო გასეირნება" (2012) ...