რას გადასცემს ქალი მამაკაცს სექსის საშუალებით?

  • 8 დეკემბერი 13:44, 2019 წელი

რატომ ვეღარ ააწყობს პირად ცხოვრებას ქალი თუ სასიყვარულო პარტნიორთან დარჩენილი სულის ნაწილი უკან არ დაიბრუნა?

დარწმუნებული ხართ, რომ ყოფილ ქმარს ან შეყვარებულს მიუთითეთ რა კარისკენ, აღარაფერი გმართებთ მისი და ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდით როგორც მისი პერსონის, ისე მოთხოვნებისა და პრეტენზიებისგან?


– ძალიან ცდებით. ენერგეტიკული ვამპირიზმი, რა თქმა უნდა, გაგიგიათ და ჩვენც არაერთხელ გვქონია მასზე საუბარი. მაგრამ, ახლა მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობებში მის მონაწილეობას განვიხილავთ. როგორც პრაქტიკოსი ეზოთერიკოსები ამბობენ, ყოველი წარსული სასიყვარულო კავშირიდან ქალი რაღაც ნაწილს თავისთვის იტოვებს. თუ რა ხდება შემდეგ, რა გავლენა აქვს გარდასულ სასიყვარულო ენერგეტიკას ქალის ცხოვრებაზე და როგორ უნდა დაიხსნას თავი მისი უარყოფითი ზემოქმედებისგან – განგვიმარტავს ეზოთერიკოსი, ქალბატონი მარინა ც.


– ეზოთერიკოსები ერთხმად თანხმდებიან, რომ ქალი სასიყვარულო კავშირიდან, მისი დასრულების შემდეგაც კი, რაღაც ნაწილს თავისთვის იტოვებს. ერთადერთი, სადავოა, თუ რამდენ ხანს რჩება ჩვენი ენერგია საყვარელ მამაკაცს – 7 წელი თუ სამუდამოდ.


– გამოდის ჩვენი სულის ნაწილი სამუდამოდ სხვის ხელშია?


– როგორც ცნობილია, მამაკაცს საკუთარი ენერგია არ აქვს და მას იმ ქალისგან იღებს, ვინც გვერდით ჰყავს


– თავიდან ეს დედაა, მერე კი – ცოლი ან საყვარელი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაშორებულ მამაკაცსაც კი, ძველებურად, გადასცემს ქალი ენერგიის ნაწილს და თუ ასეთი პარტნიორი რამდენიმეა, ქალს თავისთვის ენერგია თითქმის აღარ რჩება. განშორების მძიმე წუთებში თქვენ არსად არაფერი გამოგდით – არც პირად ცხოვრებაში და არც სამსახურში. უკვე წლებია, არა და არ გიმატებენ ხელფასს, ვერც სხვა მამაკაცთან ააწყვეთ ურთიერთობა და ისევ მარტო ხართ. კიდევ კარგი, შვილები მაინც რომ გყავთ, მაგრამ, თუ რაღაც მიზეზთა გამო, ესეც ვერ მოახერხეთ, სურათი ერთობ სავალალოა. თუმცა, ქალი ნამდვილად უკეთეს მორალურ მდგომარეობას იმსახურებს. დაუტოვა რა თავისი სულის ნაწილი ყოფილ პარტნიორს (ან პრტნიორებს), ფიქრებით ის კვლავ და კვლავ უკან უბრუნდება მას. ხატოვნად რომ ვთქვათ, ის ახლა მომავლის იმედით კი არ ცხოვრობს, წარსულშია ჩარჩენილი. თქვენ აუცილებლად უკან უნდა დაიბრუნოთ სულის ეს ნაწილი – რომელიც პარტნიორობაზეა პასუხისმგებელი. თუ მას სხვის ხელში დატოვებთ, დიდია რისკი იმისა, რომ ვეღარასდროს ააწყოთ პირადი ცხოვრება.


– მაგრამ ასეთ სიტუაციაში მამაკაცი არ არის ქალის ტყვეობაში?


– ასეც არის და ეს პროცესი შეიძლება, შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ. ყველაზე მეტ ენერგიას ქალი მამაკაცს სექსის საშუალებით გადასცემს და მაშინაც კი, თუ დიდი ხანია, მათ შორის არავითარი ურთიერთობა აღარ არის. ვირტუალური სიყვარული იმდენად ავსებს ქალს, რომ როგორც კი უღონობას იგრძნობს, მაშინვე ყოფილ პარტნიორს ისხენებს და გაცემული ენერგიის ხარჯზე, თავადაც იღებს იმას, რაც სჭირდება. ამ დროს ქალი რადიოგადამცემს ჰგავს, რომელიც ენერგიას განსაზღვრული – კონკრეტული ადამიანისა და მისივე საერთო მონაცემების სიხშირეზე დასვამს. რაც შეეხება მამაკაცს, რა თქმა უნდა, სპეციალურად არ აცლის ის ქალს ენერგიას – ეს ყველაფერი ქვეცნობიერის დონეზე ხდება. მაგრამ, ამით საქმის არსი არ იცვლება – ქალს ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილის დათმობა უწევს, რომელიც შეეძლო, თავისი პრობლემების გადასაწყვეტად, საკუთარი პროექტების გასახორციელებლად გამოეყენებინა. იმ სასიცოცხლო ძალების გარეშე კი, რომელიც სხვაგან გაედინება, სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია.


წყარო