საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს

  • 8 დეკემბერი 13:22, 2019 წელი

მომავალი სამი დღის განმავლობაში საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

როგორც "pia.ge-ის" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზამ განუცხადა, უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

დასავლეთში ტემპერატურა აიწევს 14-15 გრადუსამდე ხოლო აღმოსავლეთ საქართველში ჰაერი 12-13 გრადუსამდე გათბება.