ფილტვის კიბო მარტო მწეველებს ემართებათ?

  • 8 დეკემბერი 12:13, 2019 წელი

ონკოლოგიური დაავადებები თანამედროვე მსოფლიოს მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

ფილტვის კიბო პანიკურად მაშინებს. რა ვქნა?
 


მოწევა არ დაიწყოთ ან შეწყვიტეთ, თუ უკვე მწეველი ხართ. ფილტვის კიბოს გამომწვევი ძირითადი ფაქტორი სწორედ მოწევაა. ამ დაავადების შემთხვევების 90%-ი სიგარეტს უკავშირდება. მაგალითად, ადამიანს, რომელიც 40 წლის განმავლობაში დღეში 1 კოლოფ სიგარეტს ეწეოდა, ფილტვის კიბოს რისკი 20-ჯერ მაღალი აქვს, ვიდრე არამწეველს. თუმცა არსებობს სხვა რისკ-ფაქტორებიც. მაგალითად, აზბესტი. მასთან მუდმივი კონტაქტი აქვთ შესაბამისი დაწესებულებების თანამშრომლებს, მათი ოჯახის წევრებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთი საწარმოების მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ამ მხრივ საშიშია სახლის სახურავის მასალა ფიქალიც (შიფერი - გერმ.Schiefer), რომელიც აზბესტურ მტვერს გამოყოფს. მასზე მუშაობისას აუცილებელია სპეციალური ტანსაცმლისა და აღჭურვილობის გამოყენება, მნიშვნელოვანია მისი სწორად უტილიზებაც. ფიქალის ნამტვრევები მეურნეობაში აღარ უნდა გამოიყენოთ.


 
დღეში თუ მხოლოდ ერთ ღერ სიგარეტს მოვწევ, ფილტვის კიბოს რისკი შემცირდება? 
 


ფილტვის კიბოს განვითარების რისკი ნამდვილად არის დამოკიდებული მოწეული სიგარეტის რაოდენობაზე. შესაბამისად, ამ დაავადების ალბათობა პირდაპირპროპორციულად შემცირდება. თუმცა დღეში 1-დან 5 ღერამდე სიგარეტის მოწევა გულის იშემიური დაავადებისა და ინსულტის რისკს რამდენჯერმე ზრდის. ამიტომ, თუ თქვენ სიგარეტის რაოდენობას ყოველდღიურად ამცირებთ, უმჯობესია, მასზე საერთოდ უარი თქვათ.


 
პასიურ მწეველებს ფილტვის კიბო ემართებათ? 
 


დიახ, თამბაქოს ბოლი მათზეც მოქმედებს. 2017 წლის მეტაანალიზმა აჩვენა, რომ მწეველი კაცების ცოლებში ფილტვის კიბოს რისკი 27%-ით იზრდება. ზოგიერთი შეფასებით, ამ დაავადების შემთხვევების 17%-ის მიზეზი ხანგრძლივი პასიური მწეველობაა (ბავშვობისა და მოზარდობის ასაკი).


 
ფილტვის კიბოს გამოსავლენად, რა გამოკვლევა ჩავიტარო?
 


გამოკვლევა უნდა ჩაიტაროთ, თუ თქვენ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებით. სკრინინგის ოქროს შუალედია დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფია. ის საშუალებას იძლევა გულ-მკერდი სხვადასხვა რაკურსით გადაიღოთ და ამით საერთო სურათი შეიქმნას. ეს თქვენ დაგეხმარებათ, ფილტვის კიბო ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინოთ. რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის რეკომენდებულია ყოველწლიური გამოკვლევის ჩატარება. ფლუოროგრაფიას (ერთი რაკურსიდან გადაღებული რენტგენის ფოტო) არ შეუძლია დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩანაცვლება, ამიტომაც სკრინინგისთვის ის რეკომენდებული არ არის.


წყარო