დღეს პატიების და ძველი ურთიერთობების აღდგენის დღეა!

  • 8 დეკემბერი 11:18, 2019 წელი

8 დეკემბრის დეტალურ ასტროლოგიურ პროგნოზს პორტალი "ფორტუნა" ავრცელებს.

პატიების და ძველი ურთიერთობების აღდგენის დღეა!


მოერიდეთ სულსწრაფი და სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას, მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი ბიუჯეტი, გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მოიმატებს გულმავიწყობა და დაბნეულობა.


პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის, ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად და ძველ მეგობრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის შესაძენად.


ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, მოერიდეთ ხორცის და ცომეულის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.


ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა თხის რქისა და თევზებისთვის, პრობლემების დაძლევა მოუწევთ ვერძს და ტყუპებს, ენერგიის მოზღვავებას იგრძნობს კურო, სასწორს და მორიელს კი, ემოციების მართვა გაუჭირდებათ.


წყარო.