ჟურნალისტი ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერის ოჯახს უჩივის

  • 8 დეკემბერი 00:31, 2019 წელი

ტელეკომპანია "მთავარის" სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს კორესპონდენტი ემა გოგოხია ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის, გიგა ქავთარაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ზუგდიდის პოლიციაში უჩივის.

მან პოლიციაში საჩივარი ამ წუთებში შეიტანა.


გოგოხიას განცხადებით, იმ დროს, როცა ის პროფესიულ უფლებამოსილებას ახორციელებდა,  მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაკავებული ბერის ახლობლები ლიკვიდაციით დაემუქრნენ.


ემა გოგოხია გამოძიებას და საქმის სამართლებრივ მსვლელობას ითხოვს.


 


წყარო.