"ის ქართველი იყავი, ვინც დიდი აგური დადო ჩვენი საერთაშორისო აღიარების საქმეში"

  • 8 დეკემბერი 00:22, 2019 წელი

საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, ნიკოლოზ რაჭველი რეჟისორ ზაზა ურუშაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მას საერთაშორისო დონეზე ქართული კულტურის აღიარების საქმეში გაწეული წვლილისთვის მადლობას უხდის.

 

"ღმერთო, რატომ?!..


მადლობა ზაზა, ძალიან მაგარი ფილმები დაგვიტოვე და ის ქართველი იყავი, ვინც დიდი აგური დადო ჩვენი საერთაშორისო აღიარების და ჩვენი ქვეყნისადმი პატივისცემის განმტკიცების საქმეში...


მშვიდობით..."



რეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ზაზა ურუშაძის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული ფილმი "მანდარინები" 2013 წელს გამოვიდა. კინოსურათი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსსა და ოსკარზე, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში.


ზაზა ურუშაძის რეჟისორობით ასევე გადაღებულია ფილმები:


"მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989);


"აქ თენდება" (1998);


"ცხელი ძაღლი" (2003-2009);


"სამი სახლი" (2008);


"დარჩი ჩემთან" (2011);


"ბოლო გასეირნება" (2012) ...