თუ დროის კარგვით სიამოვნებას იღებ, ეს დრო არ არის დაკარგული - ჯონ ლენონი

  • 8 დეკემბერი 00:07, 2019 წელი

1980 წლის 8 დეკემბერს, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, 72-ე და სენტრალ პარკ უესტის ქუჩების კვეთაზე მდებარე პრემიუმკლასის ფეშენებელური საცხოვრებელი სახლის, "დაკოტას" სიახლოვეს, სტუდიიდან შინ დაბრუნებულ ჯონ ლენონს ხუთი ტყვია დაახალეს.

მარკ დევიდ ჩეპმენმა სიცოცხლეს XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკოსი გამოასალმა. ლენონის გარდაცვალებამ შეძრა მსოფლიო, სხვადასხვა ქვეყანაში ექს-"ბიტლზის" მილიონობით თაყვანისმცემელი თავზარდაცემული იყო.


არადა, 1980 წელი ლენონის შემოქმედებით ცხოვრებაში შემობრუნების წერტილი უნდა ყოფილიყო. ჩეპმენი თურმე მთელ დღეს მოთმინებით უდარაჯებდა ლენონს,


მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ავტოგრაფი გამოართვა და მუსიკოსთან ერთად ფოტოზეც კი მოხვდა...


 
ცხოვრება არის ის, რაც შენს ირგვლივ ხდება, სანამ შენ ცხოვრებას გეგმავ.


ყველაფერი ნათელი ხდება, როდესაც შეყვარებული ხარ.


როგორც ყოველთვის, ყველა იდიოტის უკან დიდებული ქალი დგას.


ყველას უყვარხარ, როცა 6 ფუტით მიწის ქვეშ ხარ.


ღმერთი არის კონცეფტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ტკივილს ვზომავთ.


თუ დროის კარგვით სიამოვნებას იღებ, ეს დრო არ არის დაკარგული.