რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

  • 7 დეკემბერი 21:11, 2019 წელი

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი რეჟისორი, ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა.

შემთხვევა რამდენიმე წუთის ვაკის საცურაო აუზში მოხდა. ამ დროისთვის საცურაო აუზი დაკეტილია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები და პოლიციის ეკიპაჟი.


ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი ზაზა ურუშაძე 1966 წლის 30 ოქტომბერს დაიბადა.


სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც 1987 წელს დაამთავრა. 2013 წლის 9 მაისიდან იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე.


2013 წელს გამოვიდა მის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული პროდუქცია „მანდარინები“. ფილმი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე და ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.


წყარო