ვინ არის ანკა ვასაძე?

  • 7 დეკემბერი 20:46, 2019 წელი

ანკა ვასაძე ცნობილი მსახიობისა და რეჟისორის აკაკი ვასაძის შთამომავალია. ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი ბაია დვალიშვილი ანკას ბებიაა.

სამსახიობო ოჯახში გაზრდილმა ანკამ თავადაც თეატრისკენ მიმავალი გზა აირჩია და ამჟამად მარჯანიშვილის თეატრში საკმაოდ ბევრ სპექტაკლში თამაშობს.


მსახიობს  წარმატებული კარიერა აქვს.  სპექტაკლმა „ტოიბელე და მისი დემონი“ - მა სერიოზული წარმატება მოუტანა - ანკა „წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი”  გახდა. 


მსახიობს წარმატება  სერიალ "იდეალურ დედა"-ში  განსახიერებულმა როლმაც მოუტანა. 


"თეატრის მტვერი გენეტიკურად გამომყვა "ეს მტვერი გენეტიკურად გამომყვა, თაობები ყლაპავდნენ, მერე უკვე ჩემს სისხლში გადმოვიდა. ალბათ, ამიტომაც ორი წლის ასაკში, თეატრში არც კი ვიქნებოდი ნამყოფი, გაუცნობიერებლად ვამბობდი: მსახიობი უნდა გამოვიდე-მეთქი. მერე სარდაფში გავიზარდე, ბუნდოვნად მახსოვს „კავკასიური ცარცის წრე“, დედა მეუბნებოდა, ამას შენი დიდი ბებია თამაშობდაო. სულ დავყავდი ჩემს მშობლებს თეატრში, ოპერაში. ჩემთვის დღესაც გამოსასვლელი ადგილი თეატრი, ოპერა, კონსერვატორიაა. რა თქმა უნდა, უცხოები რომ გაიგებდნენ, აკაკი ვასაძე, მარინე თბილელი, ბაია დვალიშვილი – ყველანი ჩემები რომ იყვნენ, მეუბნებოდნენ: ალბათ, შენც მსახიობი გამოხვალო. სხვათა შორის, ჩემ გარდა, არცერთი შვილიშვილი არ გამოსულა მსახიობი, არც ჩემი და და არც ჩემი მამიდაშვილები. სხვა რამეზე არასდროს მიფიქრია. დედა და მამა მირჩევდნენ: იქნებ გადაიფიქროო, მაგრამ ვერ გადამაფიქრებინეს, რადგან ამის გარდა, სხვა არაფერი მინდოდა." - ამბობს ანკა.


ანკას მეუღლე პროფესიით ეკონომისტია და ამჟამად ბიზნესით არის დაკავებული. წყვილს ერთი შვილი ჰყავს.


წყარო