"თენგოი" სერიალიდან დიდი გულისტკენით წავიდა

  • 7 დეკემბერი 20:15, 2019 წელი

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" კოლორიტული ქართლელი და-ძმა მაზიაშვილების ხაზი აღარ არის.

"რუსთავი 2"-ზე ქეთი ხუციშვილის შემდეგ "კომედი ჯგუფში" შოთიკო ნოზაძეც გამოჩნდა. ის პოპულარულ სერიალში თენგოს პერსონაჟს სამუდამოდ დაემშვიდობა და ახალ ტიპაჟებზე მუშაობს.


ამ გადაწყვეტილების მიღება მისთვის ძალიან რთული იყო. ვერც წარმოიდგენდა, რომ სერიალში მუშაობის ხუთწლიან პერიოდს ასე დაასრულებდა. რა იყო იქიდან წამოსვლის მთავარი მიზეზი, შოთიკო ამაზე დღესაც არ საუბრობს, თუმცა გადაწყვეტილებას არ ნანობს. პირიქით, უფრო მეტი აზარტი გაუჩნდა, რადგან "კომედი შოუში" ახალი პერსონაჟები ელოდება.


მართალია, მსახიობი ამ თემაზე არ საუბრობს, მაგრამ მიზეზი სერიალიდან მისი წამოსვლისა სწორედ ის გახდა, რომ მან "რუსთავი 2"-ში დაიწყო მუშაობა, რომელიც "ჩცდ"-ის გუნდმა დემონსტრაციულად დატოვა მას შემდეგ, რაც იქ ხელმძღვანელობა შეიცვალა და ცნობილი მოვლენები განვითარდა. სერიალის ერთ-ერთმა სცენარისტმა და პროდიუსერმა, ირაკლი საღინაძემ, ყველა იმ მსახიობის შესახებ, ვინც შოთიკოს მსგავსად მოიქცა, საჯაროდ განაცხადა, მათ, როგორც მსახიობებმა, პროფესიული თვითმკვლელობა ჩაიდინესო და ამით ყველაფერი თქვა.


შოთიკოს ამ რთულ პერიოდში, ისე როგორც ყოველთვის, ახლაც გვერდით ცოლი, სოფიო აბუაშვილი, ედგა. მათ 2 წლის ქალიშვილი ნინე ჰყავთ, რომელიც მამას ყოველდღე აოცებს. კომედიური როლების შემდეგ მსახიობს ყველაზე კარგად ბავშვების გართობა გამოსდის, ამიტომაც მან ახალი ბიზნესიც წამოიწყო.


წყარო