"დიდი ამბები გრძელდება. ახალციხიდან ახალქალაქს ვეწვიეთ"...

  • 7 დეკემბერი 19:58, 2019 წელი

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"დიდი ამბები გრძელდება. ახალციხიდან ახალქალაქს ვეწვიეთ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. გაეროს მოსახლეობის ფონდის თანადგომით, #3 სკოლაში თანასწორობის კუთხე გავხსენით, სადაც თანამედროვე გამოცემების შესანიშნავი ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ.


აღვნიშნეთ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიაც. ჩვენთან ერთად იყო ერთგული პარტნიორი ევროკავშირი, ორგანიზაცია ლაგი და GIPA.


ტრადიციულად საჯარო ლექციაც ჩავატარე. ხვალ სოფლებისკენ გავემართები და მორიგ სამ სოფელს ბიბლიოთეკას მოვუწყობთ".