"დამწავრი აქვთ სახე დაკიდურები" - ბენზინგასამართ სადგურზე დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა

  • 7 დეკემბერი 18:50, 2019 წელი

თბილისში, ფიროსმანის ქუჩის კუთხეში მდებარე ბენზინგასამართი სადგურის აფეთების შედეგად დაშავებული 5 პირი სხვადასხვა კლინიკებში მოათავსეს.

თბილისის სასწრაფო სამედიციონო დახმარების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 პირიდან 3 დამწვრობის ცენტრში მოათავსეს, ერთი დიღომში - ციციშვილის სახელობის კლინიკაში. ხოლო მეხუთე დაშავებული ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. 


დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, სამი პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.


"3 მამაკცია გადმოყვანილი ჩვენს ცენრში, ორი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. ერთი მათგანი კი ქირურგიულ განყოფილებაში განვათავსეთ. სამივე მათგანს დამწვარი აქვთ სახე და მტევნები", - განუცხადა "Pia.ge"-ს გუგა ქაშიბაძემ.


როგორც "pia.ge-ის" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ფიროსმანის კუთხეში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა.


დაშავებულების რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ამ ეტაპისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ გარდაცვლილა.