ნინო ბურჯანაძის პირველი კომენტარი მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ

  • 7 დეკემბერი 18:41, 2019 წელი

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მედიასთან რუსეთში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. 

ბურჯანაძის განცხადებით, მას ბოდიში არ მოუხდია. 


"სამწუხაროა ის, რომ ჯერ სტუმარს ისეთ მდგომარეობაში ჩაააყენებ შენი უტვინობის გამო რომ 2 წელი ეხვეწები ჩამოდიო და მერე ისეთ ვითარებას უქმნი, რომ ვერ აკონტროლებ სიტუაციას. სამწუხაროა ის რაც გავრილოვის ვიზიტს მოჰყვა. თუმცა, კარგია რომ ახალგაზრდების წყალობით მოვიპოვეთ პროპორციული არჩევნები.


ბოდიში არ მომიხდია ეს იყო წუხული რაც მოჰყვა ამ პროცესებს, თუნდაც აქციის დარბევისას ასევე პროტესტის გამოხატვის უზრდელურ ფორმასთან დაკავშირებით, რაც არ ეკადრებათ ქართველებს."- განაცხადა ბურჯანაძემ.