თბილისში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

  • 7 დეკემბერი 17:59, 2019 წელი

როგორც "pia.ge-ის" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ფიროსმანის კუთხეში ბენზინგასამართ სადგურზე  აფეთქება მოხდა.

დაშავებულების რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ამ ეტაპისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ გარდაცვლილა.