როგორია კარგი ცოლი და როგორია ცუდი ცოლი?

  • 7 დეკემბერი 14:40, 2019 წელი

როგორია, ზოგადად, იდეალური ცოლი? როგორც ჩანს, იდეალურობისთვის ძალზე მაღალი საფასურია გადასახდელი: ჯანმრთელობა, სილამაზე, სიყვარული.

 

სააგენტო "sputnik საქართველო" ავრცელებს სტატიას, სადაც ნათლადაა წარმოდგენილი კარგი ცოლისა და ცუდი ცოლის პროტოტიპი.


"როგორია კარგი ცოლი?


თანამედროვე საზოგადოება კარგი ცოლის პორტრეტს ფრიადოსნის სახით წარმოგვიდგენს:


მოვლილი და სუფთა


სახლში იცავს წესრიგს ჯარის ნორმატივების დონეზე


აჩვენებს ქალღმერთის კულინარიულ შესაძლებლობებს — პირველი კერძი, მეორე, კომპოტი ყოველდღე სხვადასხვა ვარიაციებით…


ბავშვები მოვლილი, მაძღარი, იდეალური დედის სადღეღამისო ყურადღებით განებივრებული


ქმარი — გამოკვლეულია ქმედუნარიანობისა და ფიზიოლოგიის მხრივ, სწორად ჩაცმული, ჭამის დროს მანერებს იცავს, ჯამაგირს ცოლს აბარებს, ლუდს არ სვამს, ყოველწლიურად სამედიცინო გამოკვლევას იტარებს.


ამასთან ერთად ასეთი ცოლი აუცილებლად უნდა შეიგრძნობდეს და ასხივებდეს სიმშვიდეს, ბედნიერებას. ასეთი განლაგების დროს, რატომღაც, მიიჩნევენ, რომ ცოლი ვალდებულია ბედნიერი, ყოველთვის კარგ განწყობაზე იყოს და, რაც მთავარია, ამას გულწრფელად გრძნობდეს.


როგორია ცუდი ცოლი?


ცუდი ცოლი ქაოტურად ცხოვრობს. არა, ის იცავს ჰიგიენის წესებს ყოფაში, ამზადებს ვახშამს, ზრუნავს ბავშვების განვითარებაზე. მაგრამ მის კარადაში შეიძლება აღმოაჩინოთ ნახევარი წლის წინ დაკარგული პომადა. მის საწოლთან, ტუმბოზე დევს ბავშვის წინდა, წყლის ჭიქა და ქალების ჟურნალი, რომელზეც მტვრის ფენაა. მის მაცივარში ხანდახან სიცარიელეა და ხან — პროდუქტები ფუჭდება. ის მთელი ოჯახისთვის პიცას უკვეთავს, თუ ეზარება სადილის მომზადება. ის თავს უფლებას აძლევს, შაბათ დღეს პიჟამით იაროს და დივანზე ინებივროს საყვარელი სერიალის ყურებისას. ის მსხვერპლს არ იღებს იდეალური ცოლის სტატუსის მისაღებად.


სრულად