"200 ლარის გამაყუჩებელი მჭირდება - მწყინს სამსახურში იმის გამო, რომ არ აგყავართ, რომ ვერ დავდივარ..."

  • 7 დეკემბერი 13:58, 2019 წელი

ეტლით მოსარგებლე ნინუცა დარბაიძე, საქართველოში შშმ პირთა დასაქმების პრობლემებზე წერს და ოცნებობს ისეთ გსასუბრებაზე სადავ დამსაქმებელი IQ-ზე გაამახვილებს ყურადღებას და არა შშმ პირობის ხარისხზე.

"მწყინს სამსახურში იმის გამო, რომ არ აგყავართ, რომ ერთ დღეს აივნიდან გადმოვარდი და ახლა ვერ დავდივარ... რომ დავდიოდე, ხომ ვიცი რომ ახლა ორი სამსახური მექნებოდა, ისეთი აქტიური და ენერგიული ვბრძანდები! ახლა ისეთ ადგილს ვეძებ, სადაც ტვინი უფრო სჭირდებათ, ვიდრე გრძელი ფეხები. თან დაბალ ზღვარსაც ვერ ვუწესებ თავს, ორას-სამას ლარზე როგორ ვიმუშაო ერთი თვე, როცა ორასი ლარის მარტო გამაყუჩებელი მჭირდება (ვარჯიშზე და ჰიგიენაზე რომ აღარაფერი ვთქვა) ცხოვრებაში ძალიან წარმატებული გოგო ვარ და ბაღში ხომ არ დავიწყებ მუშაობას, ბავშვებმა რომ გადამრიონ მაგისთვის დავაკალი თავი წიგნებს ?!


P.s ისეთი გასაუბრება მინდა სადაც პირველს IQ-ს მკითხავენ და არა შშმ პირობის ხარისხს", - წერს ნინუცა დარაბაიძე.