როდიდან ხდება 6-სიმბოლოანი სანომრე ნიშნების შეცვლა სავალდებულო?

  • 7 დეკემბერი 13:25, 2019 წელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის, 6-სიმბოლოანი სანომრე ნიშნების გამოცვლის ვადაებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის 6-სიმბოლოანი სანომრე ნიშნები ძალაშია 2020 წლის 1 სექტემბრამდე და მისი შეცვლა სავალდებულოა შემდეგ შემთხვევებში:


დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის აღდგენისას;


სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში.


ამასთან, იმ პირებისთვის, ვინც ფლობს ძველი ნიმუშის ფასიან სანომრე ნიშნებს, მათი არსებული დიზაინის სანომრე ნიშნით შეცვლა მოქმედების ვადის ამოწურვამდე სავალდებულო არ არის", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.