დღეს აკონტროლეთ ეგოიზმი, აგრესია და სულსწრაფობა...

  • 7 დეკემბერი 12:07, 2019 წელი

7 დეკემბრის დეტალურ ასტლოგიურ პროგნოზს პორტალი "ფორტუნა" ავრცელებს:

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ოპტიმისტი, მეტად აქტიური და ენერგიული მშვილდოსნის, მთვარე კი, მებრძოლი, უშიშარი და დამოუკიდებელი ვერძის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.


მოერიდეთ ზედმეტად ხმაურიან გარემოს, აკონტროლეთ ეგოიზმი, აგრესია და სულსწრაფობა, გამოიჩინეთ მოთმინება პარტნიორებთან ურთიერთობისას, არ ღირს კამათი და უაზრო წვრილმანებზე დავა.


პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიეკთო დღეა მოგზაურობისთვის, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და გადაუდებელი საქმეების შესასრულებლად, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად. არ ღირს ნიშნობისა და ქორწინების დანიშვნა, კაპიტალის დაბანდება და ფინანსური ოპერაციების განხორციელება.


ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას და გრძნობის ორგანოებს. მოერიდეთ ვიზიტს სტომატოლოგთან.


დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, სარდიონი, წითელი იასპი და ძოწი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.


ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. უსიამოვნებები ელით ქალწულს და მორიელს.


წყარო.