დახვედრა ოპოზიციას: სტუმართმოყვარე დმანისი, კეთილი იყოს ოპოზიციის და არამარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში

  • 7 დეკემბერი 12:00, 2019 წელი

წალკისა და დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ე.წ. ამბოხებულმა, კახა ოქრიაშვილმა ოპოზიციას ბანერები დაახვედრა.

დმანისში ალეკო ელისაშვილი დღეს აქცია აქვს დანიშნული.


დმანისში ჩასულ ელისაშვილსა და მის თანამოაზრეებს დიდი ბანერი დახვდათ წარწერით "სტუმართმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციის და არამარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში."


"welcome. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ალეკო" - წერია კიდევ ერთ ბანერზე.


კამპანიის "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები" ფარგლებში, ალეკო ელისაშვილის "სამოქალაქო მოძრაობას" წალკისა და დმანისის მაჟორიტარ დეპუტატს კახა ოქრიაშვილის წინააღმდეგ აქცია აქვს დაგეგმილი.


წყარო: