7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • 6 დეკემბერი 23:16, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისა და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. თავი შეიკავეთ ფიზიკური შრომისა და საქმეებისგან, რომლებსაც ყურადღების კონცენტრაცია სჭირდებათ. ყველაზე კარგი, რასაც ამ დღეს გააკეთებთ, მეგობრებთან ერთად გართობაა.



კურო


აქტიური მოქმედებები ფინანსურ საქმეებში წარმატებას მოგიტანთ, თუმცა დაუფიქრებელი მოქმედების შედეგად შეიძლება სოლიდური თანხა დაკარგოთ. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ და უსიამოვნებები თავისთავად გაქრება. სასიყვარულო საქმეებში სასიამოვნო ცვლილებები გელით. ასე რომ, მომავალს ოპტიმიზმით შეხედეთ.



ტყუპები


საქმიანი აქტიურობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის. საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის დროს ეცადეთ, რომ ხელსაყრელი მომენტი სწორად შეარჩიოთ. პირად ცხოვრებაში მოულოდნელი და სასიამოვნო ცვლილება გელით. გამორიცხული არ არის, რომ სასიყვარულო პრობლემა წარმატებით გადაჭრათ.



კირჩხიბი


ეცადეთ, მოვლენები არ დააჩქაროთ და უსიამოვნებების უდიდესი ნაწილი თავისთავად გაქრება. სასიყვარულო საქმეებში მოულოდნელი გამარჯვება გელით.



ლომი


მამაკაცებისთვის არახელსაყრელი დღეა, რომელიც მედიტაციისა და ინტუიციის ნიშნით ჩაივლის. მათ იმედებს განხორციელება არ უწერია. ქალებს საქმიან ქაღალდებთან მუშაობის დროს მეტი ყურადღება მართებთ. მოსალოდნელია შეცდომები და გაუგებრობა. სიყვარულში იმედგაცრუება გელით.



ქალწული


დღის პირველი ნახევარი სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ. სავარაუდოდ, წინა თვის ყველა ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ. თქვენ შეძლებთ პარტნიორების დარწმუნებას და თქვენს თამამ პროექტებში მათ მხარდაჭერას მოიპოვებთ. გაითვალისწინეთ, რომ კარგად დაგეგმილი და გააზრებული მოქმედება სასურველ შედეგს მოგიტანთ.



სასწორი


თუ მოვლენებს არ დააჩქარებთ, თქვენი პრობლემების უდიდესი ნაწილი თავისთავად გაქრება. სასიყვარულო საქმეებში სასიამოვნო მოულოდნელობა გელით. სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრას შეძლებთ. ასე რომ, მომავალს ოპტიმიზმით უყურეთ.



მორიელი


მოსალოდნელია საქმიანი მოგზაურობა, რომელიც კარგად უნდა დაგეგმოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები და გაუგებრობა გელით. ოჯახური საქმეები და ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები დიდ სულიერ და მატერიალურ ხარჯებს მოითხოვს. დღის მეორე ნახევარში სასურველია სიმშვიდე და განმარტოება.



მშვილდოსანი


შემოქმედებითი პროფესიის მშვილდოსნებს წარმატებული დღე ელით. თქვენ შეძლებთ, წარმატებით გაუმკლავდეთ დაგროვილ საქმეებს და პოზიციები გაიმყაროთ. თქვენი ან თქვენი ახლობლის მიმართ გამოჩენილი უსამართლობა თქვენს აღშფოთებას გამოიწვევს. ვიღაც ძალიან ინანებს, რომ გაგაბრაზათ, თუმცა თქვენი ფეთქებადი ხასიათი და დაუფიქრებელი მოქმედება პრობლემას ვერ გადაჭრის. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო მოულოდნელობა გელით.



თხის რქა


ამ დღეს იზრდება თქვენი შრომისუნარიანობა, რაც გარშემომყოფთა თვალში თქვენს ავტორიტეტს მნიშვნელოვნად აამაღლებს. შანსი გაქვთ, რომ პარტნიორის ყველა ნაკლი და ღირსება ობიექტურად შეაფასოთ და ერთობლივი სამომავლო გეგმები დასახოთ. გამორიცხული არ არის, საღამოს ოჯახურ ან ფინანსურ პრობლემებს შეეჯახოთ.



მერწყული


მშვიდი და პასიური დღეა. გირჩევთ, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება უკეთესი დროისთვის გადადოთ. სავარაუდოდ, პარტნიორებისგან მხარდაჭერას მიიღებთ. ერიდეთ ყველაფერს, რამაც შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ. დღის მეორე ნახევარი ბავშვებთან ურთიერთობას დაუთმეთ. თუ ოთხფეხა მეგობარი გყავთ, გაასეირნეთ. ეს ძალიან დაგამშვიდებთ. ამ დღის ერთადერთი უსიამოვნება ოდნავი შეუძლოდ ყოფნა იქნება.



თევზები


ხელსაყრელი დღეა თავის დამკვიდრებისთვის. შემოქმედებითი პროფესიის თევზებს ჩანაფიქრის განხორციელების შანსი მიეცემათ. შესანიშნავი დღეა შემოქმედებითი და საქმიანი შეხვედრებისა და სტუმრების მიღებისთვის. შანსი გაქვთ, რომ ახლობელ ადამიანებს უამრავი სასიამოვნო წუთი აჩუქოთ. დატკბით იმით, რასაც ცხოვრება გთავაზობთ.