ადამ კიზინგერი: იმედი მაქვს, დემონსტრაციები არაძალისმიერი დარჩება. იმედი მაქვს, მხარეები გამოსავალს მონახავენ

  • 6 დეკემბერი 16:44, 2019 წელი

„გამოვიყენებ ამერიკულ გამოთქმას და ვიტყვი, საქართველო ბევრად უსწრებს წონით კატეგორიის კლასს. მოხარულები ვიქნებით, ვიხილოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან“,- ამის შესახებ აშშ-ის კონგრესმენმა, ადამ კიზინგერმა განაცხადა.

კონგრესმენი დემონსტრაციის უფლებაზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, დემონსტრაციები დარჩება არაძალისმიერი და გაგზავნის თავის მესიჯს.


„ღია საუბარი მქონდა საქართველო-ამერიკის ალიანსსა და ამ ალიანსის მნიშვნელობაზე, ასევე, საქართველოს მნიშვნელობაზე ისეთ საკითხებში, როგორიც არის ვაჭრობა და თავისუფალი მომავალი. ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ ამჟამინდელ სიტუაციაზე. ჩემი შეხედულებაა, რომ პროცესში ყველაა ჩართული. ეს ისეთი რამ არის, რაც დაპირებულ იქნა. აუცილებელია, რომ ამასთან გამკლავება მოხდეს პოლიტიკური სისტემის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ადამიანებს დემონსტრაციის უფლება აქვთ, რასაც ჩვენ ხშირად ვაკეთებთ აქ. იმედი მაქვს, დემონსტრაციები დარჩება არაძალისმიერი და გაგზავნის თავის მესიჯს. საბოლოოდ, იმედია, ორივე მხარე გაერთიანდება, ალბათ, ყველა მხარე, რადგან მრავალი განსხვავებული მხარეა ჩართული და მონახავენ გამოსავალს, რომელმაც შესაძლოა, არ დააკმაყოფილოს ყველა მხარე, თუმცა იყოს დამაკმაყოფილებელი საბოლოო ჯამში. როგორც სულ ვამბობ და ამ შემთხვევაშიც გამოვიყენებ ამერიკულ გამოთქმას და ვიტყვი, საქართველო ბევრად უსწრებს წონით კატეგორიის კლასს. აქ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან საქართველოს მნიშვნელობა, ღრმა და ნამდვილი მეგობრობა, რაც ქართველებსა და ამერიკელებს შორის არსებობს და ჩვენ მოხარულები ვიქნებით, ვიხილოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან. არის ეს მომგებიანი შეერთებული შტატებისთვის? დიახ და ის, ასევე, ძლიერ სიგნალს უგზავნის რუსეთის ფედერაციას და ეს ძალიან კარგია საქართველოსთვის. სავაჭრო გზა, რომელიც საქართველოზე გადის, უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა წაერთვას რუსეთსა და ირანს გავლენის შესაძლებლობები“,- განაცხადა ადამ კიზინგერმა.