ანრი ბიბინეიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილთან დაპირისპირებაზე: ემოციურად ვერ გავაკონტროლე თავი

  • 6 დეკემბერი 16:20, 2019 წელი

ანრი ბიბინეიშვილი გუშინდელი დაპირისპირების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მსახიობი მაყურებელს შეურაცხმყოფელი გამონათქვამისთვის ბოდიშს უხდის და აღნიშნავს, რომ ემოციურად თავის გაკონტროლება გადაცემაში რთული იყო.

გთავაზობთ პოსტს:


"ამასაც წაიღებთ ჟურნალისტები იმედია და როგორც კაცი, მცნება ქალის წინაშე უკაცრავად რომ შეურაცხყოფის მიყენება მომიწია! თუმცა: პოლიტიკოსთა და მათი პროვოკატორი წარმომადგენლებით, რომელთა დიდი რიცხვიც ცხრა მთავრობას მორგებულია, ნამდვილად არიან პოლიტიკური, იაფფასიანი წარმომადგენლები!
მაყურებელს და ქალბატონებს უკაცრავად, რომ ეს სათუთი დამოკიდებულება ქალთან მიმართებაში დავარღვიე, ქვეყნის სიყვარულისთვის რადგან ემოციურად ვერ გავაკონტროლე თავი, როცა ვხედავ რომ ჩემი ქვეყანა და მისი ხალხის მომავალი, ფეხებზე ჰკიდიათ!"-წერს ანრი ბიბინეიშვილი.


შეგახსენებთ, რომ გუშინ ანრი ბიბინეიშვილი "ტვ პირველის" ეთერში "ტაბულას" დირექტორს თამარ შერგოლეიშვილს დაუპირისპირდა. ბიბინეიშვილმა ჩერგოლეიშვილს "ნაციონალების" 5-ლარიანი ქალი" უწოდა.