"ხათუნა გიგზავნი ბევრ თბილ ენერგიას, სიყვარულს და გარწმუნებ რომ თუ მოინდომებ, შენ გაიმარჯვებ"

  • 6 დეკემბერი 15:56, 2019 წელი

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი პოსტს აქვეყნებს და ეხმაურება ხათუნა ჟორდანიას მძიმე დაავადებას, რომელიც საზოგადოებისთვის რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, მას სიმსივნე აქვს.

გთავაზობთ პოსტს:


"მე ვიცი რამხელა მნიშვნელობა აქვს, ასეთ კრიზისში ადამიანების თანადგომას. როცა სასოწარკვეთილი ხარ და ძალიან ბუნდოვანია შენი არსებობა. ხათუნა, გიგზავნი ბევრ თბილს ენერგიას, სიყვარულს და რამდენიმე ამბავზე დაყრდნობით გარწმუნებ რომ თუ მოინდომებ, შენ გაიმარჯვებ"-წერს ჟურნალისტი.


ნანუკას პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, "ყველა ისრაელში ვერ იმკურნალებს და აი იმ ხალხმა რა ვქნათ??? ჩვენზე ვინ ლოცულობს???...ხათუნა ვუერთდები ნანუკას ბევრი დადებითი ენერგია შენ."


როგორც, ხათუნა ჟორდანიას მეუღლე ზურაბ ხაჩიძე ამბობს, მისმა მეუღლემ ორჯერ გაიკეთა ქიმიოთერაპია და ამ ეტაპისთვის თავს უკეთ გრძნობს, თუმცა წინ აქვს კიდევ გასაკეთებელი მესამე ქიმიოთერაპია.