მსოფლიოს ყველაზე ლამაზ დამწერლობებში ქართული მე-3 ადგილზეა

  • newpress.ge
  • 6 დეკემბერი 15:33, 2019 წელი

მსოფლიოს ხუთ ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართული მე-3 ადგილზეა.

აღნიშნულის შესახებ გამოცემა matadornetwork.com წერს, სადაც ქართული დამწერლობის შესახებ მკითხველს საინტერესო ინფორმაციას აწვდის და ერთგვარ პოლიტიკურ შეფასებასაც აკეთებს.


დამწერლობის წარმოშობიდან, ანუ ქრისტეშობამდე დაახლოებით 2000 წლიდან დღემდე, უამრავი დამწერლობა განვითარდა და განადგურდა.


გასული 2500 წლის განმავლობაში, ლათინური ანბანი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მოახერხა გზიდან ჩამოეცილებინა არაერთი სადამწერლობო სისტემა, რომელთა შორისაც, ერთ დროს, რომაული დომინირებდა.


თუმცა, ორ მილიარდ ადამიანზე მეტი კვლავ სხვა დამწერლობას იყენებს, რომელთაგანაც რამდენიმე ნამდვილად შთამბეჭდავ ხელნაწერ მშვენებას წარმოადგენს.


წარმოგიდგენთ მსოფლიოს 5 ესთეტიურად ყველაზე მიმზიდველ დამწერლობას.


1. ბირმული (მიანმარი) – ბირმული ანბანი მრგვალი ფორმებისაგან შედგება, რომლებიც აუცილებლად საათის ისრის მიმართულებით უნდა მოიხაზოს. მის მომაჯადოებელ ხელწერებს უფრო პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდათ, ვიდრე ესთეტიური: ძველად, წერილები პალმის ფოთოლზე იწერებოდა, რომელიც ადვილად იხვეოდა.მართალია, ბირმული ამ ჩამონათვალში არსებულ სხვა დამწერლობებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებადაა გადაშენების პირას, მაგრამ მის გამოყენებას უფრო და უფრო ანაცვლებს ჰინდი. მიანმარმა, რომელსაც აქამდე აკრძალული ჰქონდა საგარეო ტურიზმი, ახლახანს გახსნა საზღვრები სტუმრებისათვის და ის იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებშიც ვერსად ნახავთ “კოკა-კოლას” ბილბორდებს.


2. ცეილონური (შრი ლანკა) – ცეილონური მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ანბანად ითვლება. მას 50-ზე მეტი ფონემა გააჩნია, თუმცა, თანამედროვე მწერლობაში მხოლოდ 38 გამოიყენება. იგი დღესაც ისწავლება ბუდისტურ მონასტრებსა და სკოლებში. ის შრი ლანკას 21 მილიონიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტის მშობლიური ენაა.დაბალი გეოგრაფიული მდებარეობა ცეილონურს დიდ საფრთხეს უქმნის, თუმცა, მიუხედავად მისი გამოყენებადობის შემცირებისა, იგი სავარაუდოდ, კიდევ საკმაოდ დიდხანს გაძლებს.


3. ქართული (საქართველო) – თურქეთსა და რუსეთს შორის, მცირე ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს საკუთარი ენა და დამწერლობა აქვს, რომელთაც რუსეთის მიერ დაბატონება ემუქრებათ. უკანასკნელ საუკუნეში რუსეთის პოლიტიკამ საქართველოს თავდაპირველი ტერიტორიის ნახევარზე მეტის ანექსია მოახდინა. უფრო მეტიც, მუდმივი ზეწოლა მისი ტერიტორიების მისათვისებლად გამოიწვევს იმას, რომ თანდათან უფრო და უფრო ნაკლები კავკასიელი ისაუბრებს ქართულ ენაზე. რუსეთის მიერ საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების დაპატრონების სურვილი ადგილობრივი კულტურის დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ქართული ანბანი მეტად დახვეწილია, იგი არაბულსაც წააგავს. მისი ბავშვური სიმარტივე მომრგვალებულ ფორმებში აისახება.


 

სრული ვერსიის ნახვა newpress.ge