"მშვიდი, ჯანსაღი, არგუმენტირებული მსჯელობის გონებრივი რესურსი ფიზიკურად არ გააჩნიათ"

  • 6 დეკემბერი 15:15, 2019 წელი

მომღერალმა მაია დარსმელიძემ მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი "ტაბულას დირექტორთან" თამარ ჩერგოლეიშვილთან დაპირისპირების გამო გააკირიტკა.

"სერიოზულად ვამბობ, წინასწარ გაარკვიეთ ხოლმე, ვის გიმზადებენ ოპონენტის ამპლუაში და უარი თქვით ასეთებთან რამეში მონაწილეობაზე. ნელნელა ყველა, ვინც მსგავს სტუმრებს იწვევს, მიხვდება, რომ ამ "შოუმენების" გამო სერიოზულ რესპონდენტს კარგავს და ასეთებს აღარცერთ ეთერში აღარ დაუძახებენ.


ასეთ ტიპებთან ჯანსაღი კამათი შეუძლებელია, არგუმენტირებული პასუხის უქონლობას მუდმივად მსგავსი დადგმული ისტერიკებით ფარავენ. მშვიდი, ჯანსაღი, არგუმენტირებული მსჯელობის გონებრივი რესურსი ფიზიკურად არ გააჩნიათ და დგამენ მერე აი ესეთ, პოპულისტური სადღეგრძელოებით გაჟღენთილ ორღობის იუმორინას. რატომ უთმობენ ეთერს? სასაცილოა, რატომ უნდა გაინტერესებდეს ეს იაფფასიანი, სრულიად უვიცი და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ამბიციური ტიპი, რომელიც ყოველ ასეთ ეთერში გამოჩენას საკუთარი, სცენაზე ვერასოდეს ვერდახარჯული, "სამსახიობო ოსტატობისთვის" იყენებს?


რამდენიმე ეთერში მეც დამიძახეს, მაგრამ მსგავს "საუკეთესო სისხლისღვრასთან" ერთ სივრცეში და, მითუმეტეს, კამათში თავს ვერაფრით ვერ მოვიაზრებ" - წერს დარსმელიძე.


მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილს, ინგა გრიგოლიას გადაცემაში "რეაქცია" დაუპირისპირდა.